ამერიკული ავიაციის დაბომბვის შედეგად სირიის სამთავრობო ძალების 62 სამხედრო დაიღუპა

სირიის ქალაქ დეირ-ეზ ზორის მახლობლად სამთავრობო ძალები ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა. შეტევის შედეგად 62 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.
დამასკოს ინფორმაციით, ამერიკულმა ავიაციამ სირიის სამთავრობო ძალების პოზიციები 4-ჯერ დაბომბა. თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცეში ერაყის მხრიდან შევიდნენ.
შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადეს, რომ სირიის სამთავრობო ძალები შეცდომით დაბომბეს და დამასკოს ბოდიში მოუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები