ბარსელონაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 15-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოხდა.
სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურებმა შენობიდან და მეზობელი ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები