რუსეთის დუმის არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს

რუსეთის დუმის არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. დარღვევების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები აკეთებენ განცხადებებს. საუბარია ე.წ „კარუსელებზე“.
ამასთან, კანდიდატები ტექნიკურ გაუმართაობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კამერები სათანადოდ არ მუშაობს.
დამკვირვებლები კი უკანონო აგიტაციასა და საარჩევნო უბნებზე მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, მანქანას, რომელსაც მოსკოვის ოლქში მდებარე უბნებზე დამკვირვებლები უნდა მიეყვანა, საბურავები დაუზიანეს.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნები არამხოლოდ რუსეთის მასშტაბით, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ანექსირებულ ყირიმშიც გაიხსნა.
უკრაინის ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ აღიარონ რუსეთში ჩატარებული არჩევნები, რადგან ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის ხმები არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები