მინესოტას შტატში მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა

ამერიკის შტატ მინესოტაში ქალაქ სენტ-კლაუდში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ მცირე, რვა ადამიანი დაჭრა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, არც ერთი მათგანის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს. ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ დამნაშავემ სიკვდილამდე ალაჰი ახსენა.
ქალაქის პოლიციის უფროსის, უილიამ ბლერ ანდერსონის მამაკაცს დაცვის კერძო კომპანიის უნიფორმა ეცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები