ნიუ-იორკის ცენტრში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 29 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ-იორკის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. 24 მათგანი სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მანჰენტენზე, 23-ე ქუჩისა და მე-6 ავენიუს კვეთაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
სამართალდამცველებმა ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, მეორე მოწყობილობა კი შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იპოვეს.
უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტილია. აფეთქების ადგილი ნიუ-იორკის მერმა მოინახულა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც გამოძიებას ტერაქტზე მიუთითებდა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხდარი წინასწარ დაგეგმილი დანაშაული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები