18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართება

18 სექტემბერს, კვირას, რუსეთის მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართება. პირველად 2003 წლის შემდეგ, არჩევნები როგორც პროპორციული სიებით, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარდება.
პარტიული სიებით 225 დეპუტატი იქნება არჩეული და ამდენივე -ერთმანდატიან ოლქებში.
არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობს. ერთმანდატიან ოლქში 2 100 მაჟორიტარობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
17 სექტე3მბერს რუსეთში „სიჩუმის დღეა“ – არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ნებისმიერი პოლიტიკური რეკლამა აკრძალულიამ  გარდა, იმ ბილბორდებისა, რომლებიც ადრე იყო განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები