ბელგიის არასრულწლოვანმა მოქალაქემ ევთანაზიის უფლება მიიღო

სასიკვდილო სენით დაავადებული ბელგიის მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, პირველი არასრულწლოვანი იქნება ამ ქვეყანაში, რომელმაც ევთანაზიის უფლება მიიღო. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება.

„საბედნიეროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება ბავშვებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება. ჩვენ არ უნდა ვუთხრათ მათ უარი, როდესაც განუკურნებელი სენით არიან დაავადებულები“, – განაცხადა ევთანაზიის ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ვიმ დისტელმანსმა.

იმ მცირე ქვეყნებს შორის, სადაც ევთანაზია ლეგალიზებულია, ბელგია ერთადერთია, სადაც ის არასრულწლოვნებზეც ვრცელდება, ასაკის შეუზღუდავად ოღონდ ამისთვის სასიკვდილო სენით დაავადებული არასრულწლოვნის მშობლების თანხმობაც არის აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები