ფილიპინელმა ტერორისტებმა ნორვეგიელი მძევალი გაათავისუფლეს

ფილიპინებზე მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფება „აბუ საიაფმა“ ნორვეგიელი მძევალი გაათავისუფლა და ხელისუფლებას ორი კანადელის ცხედრები გადასცა, რომლებსაც მათ თავები მოჰკვეთეს. ოთხი ტურისტი ისლამისტებმა შარშან გაიტაცეს.
ორი კანადელისა და ნორვეგიელის გარდა, გატაცებულთა შორის ფილიპინელი ქალიც იყო, რომელიც ტერორისტებმა სამი თვის წინ გაათავისუფლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნორვეგიელ მძევალში გამოსასყიდი გადაიხადეს.

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ნორვეგიელ ტყვეში გამოსასყიდი უკვე დიდი ხნის წინ გადაიხადეს, მაგრამ მას მაინც არ ათავისუფლებდნენ. „აბუ საიაფში“ დაახლოებით 400 „ბოევიკი“ შედის. 2014 წელს ამ დაჯგუფებამ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები