„ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

„ისლამური სახელმწიფოს“ მძევლობაში მყოფი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნადია მურად ბასი ტახა გაეროს კეთილი ნების ელჩად დაინიშნა. ის ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლით იქნება დაკავებული. ეროვნებით იეზიდმა ნადიამ „ბოევიკებთან“ 3 თვე გაატარა. ის მოსულის მახლობლად მდებარე სოფლიდან 2014 წლის გაიტაცეს. მოსულში ყოფნის დროს ის არაერთხელ გააუპატიურეს და რამდენჯერმე გაყიდეს.
ახალგაზრდა ქალი გაეროში სიტყვით უკვე გამოვიდა.
„მე გამიმართლა, რომ გაქცევა მოვახერხე, მაგრამ ტყვეობაში უამრავი ქალი რჩება, რომელთა წინააღმდეგ მუდმივად ძალადობა ხდება. ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ“, – აცხადებს ნადია მურად ბასი ტახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები