თურქეთში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ეს ფაქტი ჰაკარის პროვინციაში მოხდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებმა 4 ქურთი „ბოევიკი“ გაანადგურეს.
ცნობისთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და “ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის 2015 წლის ივლისში განახლებული შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 600 სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი, 7 ათასი „ბოევიკი“ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები