აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ სამ წევრს – ტეხრან მუსაევს, საბუხა ჯაფარზადეს და ისმაილ სურხაევს 13, 14 და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს ინფორმაციით, სამივე პირი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. აზერბაიჯანის სამივე მოქალაქე „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის“ მუხლით გასამართლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები