დიმიტრი ქუმსიშვილი: „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კარგი მაგალითია

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნესსექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, 6 წლის განმავლობაში, 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ამასთან, პირველი სამი წლის მანძილზე ინვესტორმა ვალდებულება აიღო, 6 მილიონი ლარის ინვესტიცია დააბანდოს.
თბილისში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო სკოლის, გადამზადებისა და დასაქმების ცენტრების, ინოვაციებისა და კვლევითი ლაბორატორიების, IT-აკადემიისა და მედიაცენტრის გახსნას ითვალისწინებს. უნივერსიტეტში 2200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, სკოლაში კი – დაახლოებით 450-მა მოსწავლემ.
„ყველაზე მეტად, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება, კარგად მომზადებული კადრებია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ინვესტორებს წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები