ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ახალ კონცეფციას ამუშავებენ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე 27 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ 6 თვის შემდეგ ორგანიზაციის განვითარების დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ. ახალი კონცეფცია მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროკავშირი დიდმა ბრიტანეთმა დატოვა. გადაწყდა, რომ ევროკავშირის განვითარების „საგზაო რუკა“ მომავალი წლის მარტში რომში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება მიღებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთმა ქვეყანამ ევროკავშირი დატოვა, ეს ორგანიზაცია ჩვენთვის შეუცვლელი რჩევა“ – წერია ბრატისლავის დეკლარაციაში.
როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, „საგზაო რუკის“ შედგენის დროს განსაკუთრებული ყურადღება არალეგალური მიგრაციის პრობლემას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს დაეთმობა.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიგრანტთა უკონტროლო შემოდინების აღმოფხვრა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები