კახა კალაძე: ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ
„დავამთავროთ ეს შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის, ფიზიკური ძალადობა“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.მისივე განმარტებით, პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დესტრუქციული მიდგომები პოლიტიკაში უნდა დასრულდეს.
”დავამთავროთ ეს დესტრუქციული მიდგომები. დავამთავროთ ეს შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის, ფიზიკური ძალადობა. მთავარი არის მეტი სიყვარული, პატივისცემა, შესაბამისად, საზოგადოება ამას აუცილებლად დააფასებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.