“ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება”

ე.წ. მესაზღვრეების მიერ 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილის დაკავებას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკავებულის გათავისუფლების საქმეში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება.
”ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი გუშინ დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები