გიორგი მარგველაშვილი იტალიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა იტალიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპის გარდაცვალების გამო:
„თქვენო აღმატებულებავ,
ღრმად დამამწუხრა იტალიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება კარლო აძელიო ჩამპის გარდაცვალების ამბავმა.
ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მოგისამძიმროთ თქვენ, იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს.
მისი აღმატებულება, კარლო აძელიო ჩამპი ყველაზე გავლენიანი, უპარტიო პრეზიდენტი იყო, რომელიც ცდილობდა გადაეფასებინა ეროვნული და ევროპული ფასეულობები და ამით საკუთარ ქვეყანას, ყველაზე რთულ დროს, გზა გაუხსნა ერთიანი ევროპული ვალუტისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას.
მსურს, მოწიწებით გთხოვოთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა ბატონი კარლო აძელიო ჩამპის ოჯახს.
უფალს შევთხოვთ ნათელში ამყოფოს მისი სული”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები