უკრაინაში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა მოხდა (ვიდეო)

კიევში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, 20-მდე ადამიანმა საელჩოს შენობას კვამლის ხელყუმბარები ესროლა,  შემდეგ კი შუშხუნებით ცეცხლი გაუხსნა.
უკრაინაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, საელჩოს ტერიტორიაზე აალება არ მომხდარა. მომხდარ შემთხვევას პოლიცია იძიებს.
ამ ფაქტის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ვალდებულია დიპლომატიური მისიის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
მოსკოვი მომხდარს რუსეთის სახელმწიფო დუმაში 18 სექტემბრის არჩევნებს უკავშირებს, რომლის ჩატარებაც კიევში, რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზეც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები