ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ „ინფორმაციის მინისტრი“ მოკლეს

სირიაში საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი – ვაილ-ადილ სალმან ალ-ფუიადი დაიღუპა.
მას კიდევ ISIS-ის „ინფორმაციის მინისტრს“ უწოდებდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ალ-ფუიადის დაღუპვის ფაქტი პენტაგონმა დაადასტურა.
ალ ფუიადი, რომელიც „დოქტორ ვაილის“ სახლითაც არის ცნობილი, პროპაგანდისტული ვიდეოების დამზადებაზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ხშირად ძალადობის სცენებს შეიცავდა.
პენტაგონის ინფორმაციით, ავიადარტყმა სირიის ქალაქ რაქას სიახლოვეს განხორციელდა. ფუიადი „ისლამური სახელმწიფოს“ „პრესმდივანთან“, აბუ მუჰამად ალ-ადნანისთან ახლო კავშირში იყო. ალ-ადნანი, ასევე ავიადარტყმის შედეგად, ერთი თვის წინ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები