ჰოლივუდში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესის სიახლოვეს, აღმოსავლეთ ჰოლივუდში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სროლა მელროუზ-ავენიუზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ორი გარდაცვლილი და ორი მძიმედ დაჭრილი აღმოაჩინეს.
თვითმხილველების თქმით, სროლა შავ ტანსაცმელში გამოწყობილმა დაახლოებით 20 წლის მამაკაცმა ატეხა. პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არანაირი ვერსია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები