ლაზერის მეშვეობით ექიმები სისხლში თრომბებს აღმოაჩენენ

ლაზერის მეშვეობით ექიმებს ადამიანის სისხლძარღვებში თრომბის აღმოჩენის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ გამოცემა „Plos One“ იუწყება. თრომბი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გულსისხლძარღვთა დაავადებაა, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, იმისთვის, რომ თრომბმა გულისკენ და ტვინისკენ მიმავალ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევა არ ჩაკეტოს, სპეციალისტებმა ის ლაზერით უნდა აღმოაჩინონ, ხოლო შემდეგ, ასევე ლაზერის გამოყენებით,დაშალონ.
ამჟამად მეცნიერები თაგვებზე ატარებენ ცდებს. მათ სისხლში სპეციალურ საღებავს უშვებენ, რომელიც თრომბებს ღებავს. ამის შემდეგ მათი აღმოჩენა უფრო მარტივი ხდება. მკვლევარების შეფასებით, თრომბებთან დაკავშირებული პრობლემა ათასიდან სულ მცირე, ერთ ადამიანს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები