დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში შეხვედრები გაიმართა.
დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი აშშ-ის კონგრესმენებთან, ადამ კინზინგერთან, მარიო დიაზ ბალარტთან, კონგრესმენ ელბიო საირესთან, მაიკლ ტერნერთან და სტივ ჩაბოსთან შეხვედრებით დაიწყო.
სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს  საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის (H. Res 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება. მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
კონგრესმენებმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული კონკურენტული, გამჭვირვალე და პლურალისტური გარემო მოიწონეს.
შეხვედრებზე ასევე, განიხილეს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი რეფორმების პროექტი, რომელიც ქვეყანაში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, სამართლიან მმართველობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები