ნოდარ ჯავახიშვილი: წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ

„ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ“, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის უშიშროებასთან ერთად მოქმედებს და სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურება და შედეგია რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებოდა, ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ამ მხრივ მმართველი გუნდის მხრიდან კორექტული განცხადება გაკეთდა.
„ნახევარი საბჭოთა კავშირის პერიოდში ვიცხოვრე და მაშინაც კი არ მქონია საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი, ახლა შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს? როდესაც ჩვენები საუბრობენ, რომ ეს მათ(„ნაციონალური მოძრაობის“) ინტერესებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებთ. ვთვლი, რომ კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები