დაიან ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერად აირჩიეს

გაერთიანებული სამეფოს „დამოუკიდებლობის პარტიის“ ახალ ლიდერად დაიან ჯეიმსია არჩეული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჯეიმსმა კენჭისყრის დროს თავის ოთხ კონკურენტს გაასწრო. აქამდე 56 წლის დაიან ჯეიმსი პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„დამოუკიდებლობის პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე ნაიჯელ ფარაჯი 2016 წლის ივლისში, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გადადგა. ის „ბრექსიტის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. მაშინ ნაიჯელ ფარაჯმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მომხრეთა გამარჯვება იმაზე მეტყველებს, რომ მან „საკუთარი პოლიტიკური ამბიციების სრულად რეალიზება მოახდინა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები