კვიპროსის საფეხბურთო კლუბს მატჩამდე ორი დღით ადრე ბუცები მოპარეს

საფეხბურთო მატჩამდე ორი დღით ადრე კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტის საფეხბურთო კლუბ „ნეა სალამინას“ ქურდებმა ბუცები მოპარეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კლუბის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ლარნაკას გასახდელში მოხდა, საიდანაც 70 წყვილი ბუცი და ოთხი წყვილი მეკარის ხელთათმანები მოიპარეს. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 14 ათას ევროს შეადგენს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ქურდები გასახდელში სააბაზანოს ფანჯრიდან შევიდნენ. მომდევნო მატჩი „ნეა სალამინამ“ კვირას, კლუბ „არისის“ წინააღმდეგ უნდა გამართოს. საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუ რა უნდა ჩაიცვან ფეხბურთელებმა მოედანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები