პაკისტანში ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტერაქტი ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, მოჰმანდის რაიონში მოხდა.
„თვითმკვლელი ტერორისტი გადავსებულ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს იმყოფებოდა. „ალაჰ აკბარ!“- დაიყვირა მან და შემდეგ ძლიერი აფეთქება მოხდა“, – განუცხადა სააგენტო “როიტერს“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ამჟამად ტერაქტის ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები