ლევან სამუშია: ბევრ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური

ხელისუფლება არჩევნებს ვერ მოიგებს ისეთი უპირატესობით, რასაც აანონსებს. ბერ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამუშია საკუთარ შანსებს პოზიტიურად აფასებს.
“მე ვხვდები ამომრჩეველს და მათი განწყობა მარწმუნებს იმაში, რომ გავიმარჯვებ. გამარჯვების შემთხვევაში კი მე შევასრულებ ყველა იმ დაპირებას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი მხრიდან ისმოდა“,-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ.
სამუშია ალასანიას შანსებზეც საუბრობს და იმედი აქვს, რომ პარტიის ლიდერი დამაჯერებელ შედეგს აჩვენებს, თ უმცა თვლის, რომ ალასანია რთულ ბრძოლაში ჩაება.
“ალასანია არაა მარტო ჩვენი ლიდერი, ალასანია ზოგადად ლიდერია პოლიტიკაში, ამიტომ ის ჩაება სწორედ რთულ ბრძოლაში და მოიქცა, როგორც ლიდერი უნდა მოქცეულიყო.მე მჯერა, რომ იგი გაიმარჯვებს გორში“,-განაცხადა სამუშიამ.
ლევან სამუშია რეიტინგულ კვლევებს სკეპტიკურად უყურებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ყველაზე სარწმუნო კვლევად 8 ოქტომბერს მიიჩნევს.
“მთავარი კვლევა იქნება 8 ოქტომბერს და იმედია, ყველას სხვა განწყობა ექნება მაშინ. ჩვენი რეიტინგი ჩვენ ყველაზე უკეთესად ვიცით“, – აღნიშნა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები