ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია

საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ სომხურ საინფორმაციო-ანალიტიკურ ვებგვერდ „1in.am“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
„სამხრეთ კავკასია ნატოსთვის მნიშვნელოვანია. აქ გვყავს სამი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, დაწყებული საქართველოთი. როგორც იცით, საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია, რომელიც უწევს მხარდაჭერას ნატოს ქმედებებს ავღანეთში.
შესაბამისად, ნატოს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ეს სამხრეთ კავკასიაზეც ახდენს გავლენას, რადგან ქართულ პროგრამებსა და პროექტებს, გარკვეულწილად, აქვს რეგიონული ასპექტები, რაც საშუალებას აძლევს მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად სომხეთს, ატარებდეს სამხედრო წვრთნებს ნატოს ძალებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს. ამ რეგიონის სტაბილურობა ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა უკრაინაში, რადგან ეს ევროპაზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები