პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით ორი საკითხი – 2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები განიხილება. საკითხებზე მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომაში სტრასბურგში ვიზიტის გამო არ მონაწილეობს. საქართველოში არ იმყოფება საბჭოს კიდევ ერთი წევრი – პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში ბოლოჯერ ესწრება ირინა იმერლიშვილი. როგორც ცნობილია, ის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები