კუნძულ ბალისთან ბორანი აფეთქდა

ინდონეზიის კუნძულ ბალისთან ტურისტული ბორანი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი გერმანელი ტურისტია.
უცხოური მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორანზე ბომბი არ აფეთქებულა.
ბორანზე ეკიპაჟის ოთხი წევრი და 30-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი უცხოელი იყო. ხომალდი კუნძულ ჯილი ტრავანგანისკენ მიემართებოდა. სააგენტო “ფრანს-პრესის” ცნობით, მგზავრებს შორის იყო ბრიტანეთის 17 მოქალაქე, ასევე საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის, ირლანდიისა და ესპანეთის მოქალაქეები.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბორანმა სანაპიროდან 200 მეტრის მანძილი გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები