ბიძინა ივანიშვილი: ვისურვებდი, რომ უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს

„ვისურვებდი, რომ უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ალეკო ელისაშვილმა ამდენი სიცრუითა და ყალბი პათოსით საკუთარი იმიჯი გაინადგურა.
“ვისურვებდი, რომ უსუფაშვილი არ დაემსგავსოს ელისაშვილს. ელისაშვილის განცხადება წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს ააქტიურებს, რომ როგორმე გავანადგურო ელისაშვილი. ეს სასაცილოდ არავის ეყოფა. ელისაშვილმა საკუთარი თავი თვითონვე გაინადგურა პიროვნულად ამდენი სიცრუით.
ყურადღების მიღმა რომ დარჩა, შემოაგდო ახალი თემა – არ ვიცი ვინ მითხრაო, რა მითხრაო, მაგრამ ასეაო. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ მიმართულებით განვითარდებიან ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებიც. საოცარი თანხვედრა მოხდა. უსუფაშვილიც სულ სიცრუეს საუბრობს, რომ მან მოძებნა კვირიკაშვილი, უარი თქვა პრემიერობაზე. ნუ გაუტოლდებიან ელისაშვილს, რომელმაც ამდენი სიცრუითა და ყალბი პათოსით საკუთარი იმიჯი გაინადგურა. ნუ დაუახლოვდებიან ელისაშვილს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები