ბრაზილიის ექსპრეზიდენტს პროკურატურამ კორუფციის ბრალდება წაუყენა

პროკურატურამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრალი წაუყენა. გამოძიება მიიჩნევს, რომ ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო ნავთობკომპანია “პეტრობრასში” გამოვლენილი კორუფციული სქემების სათავეში დგას.
70 წლის ლულა და სილვას წინააღმდეგ რამდენიმე გამოძიება უკვე მიმდინაროებს. კერძოდ, მას არადეკლარირებული ფეშენებელური სახლის ფლობასა და ანტიკორუფციული გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
ხმაურიან სკანადალს, რომელიც ნავთობკომპანია “პეტრობრასს” უკავშირდება, უკვე ორი წელია იძიებენ. საქმე ეხება სახელმწიფო ნავთობკომპანიის ბიუჯეტიდან გაუჩინარებულ რამდენიმე მილიარდ დოლარს. საქმეში 60-ზე მეტი ბრაზილიელი პოლიტიკოსი ფიგურირებს.
თავად ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ 2018 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძება პოლიტიკურად არის მოტივირებული.
ლულა ბრაზილიას 2003-2010 წლებში ედგა სათავეში. აღსანიშნავია, მისი თანაპარტიელი პრეზიდენტი დილმა რუსეფი აგვიტოსში იმპიჩმენტის შედეგად გადააყანეს. რუსეფს ასევე ფინანსურ მაქინაციებში დასდეს ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები