სოზარ სუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე“: გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ „- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი მიიჩნევს,რომ პრევენციული ზომების მიღება საჭიროა, რათა მინიმალური ძალადობაც კი გამოირიცხოს.
„დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს და იგივე გრძელდებოდა 2008 წლის არჩევნებში. ხოლო 2012 წელს თქვენ გახსოვთ რაც ხდებოდა, მაგალითად, ხაშურსა და სხვა რაიონებში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ, თუმცა საზოგადოება დღეს ბევრად კონსოლიდირებულია, ვიდრე ადრე და ვფიქრობ, მათ გეგმებს ასრულება არ უწერია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები