ბიძინა ივანიშვილის თქმით, შსს-ს მაქსიმალურად უნდა მობილიზდეს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები თავიდან აიცილოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ”ნაციონალურმა მოძრაობაში” იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ცდილობენ, რევოლუციით მოახერხონ რაიმე. ამის შესახებ ექსპრემიერმა რაჭაში, მედიასთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა მობილიზდეს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები თავიდან აიცილოს.
„ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი, რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რაიმე რევოლუცია მოახდინონ. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის, ”რუსთავი 2-ის” დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. პროვოკაციები იქნება, მაგრამ იქნება მინი, პატარა პროვოკაციები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები