ნუკრი ქანთარია: “ნაციონალების“ ერთადერთი გზა, რომ სახელისუფლებო დერეფნებში მოხვდნენ, არის მეიდნის მსგავსი სცენარი

„მე მჯერა, რომ ბევრ „ნაციონალს“ არ უნდა მერაბიშვილის ან უგულავას ნახვა და ცხოვრების გაგრძელება იმ დაწესებულებაში, სადაც მათი ლიდერები არიან“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნაციონალების“ ერთადერთი გზა სახელისუფლებო დერეფნებში მოსახვედრად არის მეიდნის მსგავსი სცენარი. სურვილებისა და ფიქრების გამო არავის არ იჭერენ, თუ ეს არ არის კანონს გაცდენილი ოცნება, ამის გამო არავის დაადებენ ბორკილებს, ხოლო თუ ეს საქმეში გადავა, რეაგირება რასაკვირველია იქნება. მე მჯერა, რომ ბევრ „ნაციონალს“ არ უნდა მერაბიშვილის ან უგულავას ნახვა და ცხოვრების გაგრძელება მათთან ერთად იმ დაწესებულებაში, სადაც მათი ლიდერები იმყოფებიან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისვე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წაქეზებას თეორიულ სტიმულს მიხეილ სააკაშვილი აძლევს.
“სააკაშვილი თეორიულად ქმნის ისეთ ფონს, რომ საქართველოში მოდის და თურმე ყურძენიც კი აქ უნდა უნდა დაწუროს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
ნუკრი ქანთარია პოლიციის გააქტიურებას და მობილიზებას წინასაარჩევნოდ საფრთხეების პრევენციით ხსნის. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე აქტივისტები წესრიგს ვერ დაამყარებენ.
“აქტივისტები წესრიგს ვერ დაამყარებენ საარჩევნო უბნებზე, ამის მაგალითია კორცხელი. პოლიცია იზრუნებს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მშვიდი არჩევნების ჩატარებაზე. ის, რომ პოლიციელი მივიდეს საარჩევნო უბანზე და ყუთამდე მიაცილოს ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, არ მოხდება. პოლიცია იქ იქნება შეუმჩნეველი. სამართალდამცავი გამოჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე კონფლიქტური სიტუაცია და უწესრიგობა იქნება“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები