ბიძინა ივანიშვილი: მტკნარი სიცრუეა ის, რომ “რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერი

მტკნარი სიცრუეა ის, რომ “რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ექსპრემიერის თქმით, დავით უსუფაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან პრობლემები ჰქონდა და კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა ძალიან გაუხარდა.
„მტკნარი სიცრუეა ის, რომ “რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი. ისიც აბსოლუტური სიცრუეა. რომ კვირიკაშვილი მისი აღმოჩენაა. ერთადერთს. რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ კვირიკაშვილი ასეთი ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო.
მას პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ასე რომ ვთქვათ, ღარიბაშვილმა ყველა ბრძოლა მოუგო მას. ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, თუმცა გამოუცდელი მოვიდა პოლიტიკაში. უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა და კვირიკაშვილის მოსვლა გაუხარდა. საოცრებაა, რომ ასეთ ზღაპრებს ჰყვება ამხელა კაცი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, მედიასთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები