ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალები“ მძიმე მდგომარეობაში არიან და აქცენტს ძალადობაზე აკეთებენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა პირველივე დღიდან ჰქონდა”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და აქცენტს მხოლოდ ძალადობაზე აკეთებენ.
„დესტაბილიზაციის მცდელობა „ნაცებს“ პირველი დღიდან ჰქონდათ. 2012 წელს როგორ ვერ მოახერხეს ამის გაკეთება და როგორ ვაიძულეთ მშვიდობიანად დაეთმოთ ხელისუფლება, უსისხლოდ, ამაზე თავის დროზე აუცილებლად ვისაუბრებ. როგორ მოხერხდა, რომ ისინი უსისხლოდ წავიდნენ, ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ რაღაც ნაწილი კიდევ არ იცით და გპირდებით, თავის დროზე დამატებით ვისაუბრებ.
კვლავ გავიხსენებ, რობიკო სტურუა სამჯერ იყო ამოსული ჩემთან და მეუბნებოდა, ბიძინა ამათ უსისხლოდ ვერ გავუშვებთო და როცა ეს მოვახერხეთ, გაოცებული იყო. დემოკრატობას იბრალებდა სააკაშვილი.
გაზაფხულზე რომ ვერ აწყობდნენ გადატრიალებას, ამბობდნენ შემოდგომამდე მოითმინეთო, ამით ამაგრებდნენ გუნდს. შემოდგომაზე ამბობდნენ, რომ დაიბრუნებდნენ ხელისუფლებას, შემდეგ ისევ გაზაფხულამდე აიმედებდნენ გუნდს და ასე. ახლა დარჩა შემოდგომა და რა თქმა უნდა, კუთხეში არიან შეყრილები და ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ, რომ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.
46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი, რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა. ძალით რაღაც რევოლუცია მოახდინონ. ის კაცი უკრაინიდან გვმოძღვრავს. ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. ვერაფერსაც ვერ იზამენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები