ბერნი სანდერსი სნოუდენის შეწყალების მოწოდებით გამოდის

ვერმონტის შტატის სენატორმა,  საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილმა მონაწილემ ბერნი სანდერსმა „გარდიანის“ სვეტში მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, შეიწყალოს  ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი, – ამ ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს.
„ინფორმაციამ, რომელიც გაამჟღავნა სნოუდენმა, კონგრესს და ამერიკელ ხალხს მისცა საშუალება, გაეგოთ  ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ხარისხი და დაენახათ ამერიკელი მოქალაქეების კონსტიტუციური  უფლების დარღვევა“, – განაცხადა სანდერსმა.
სანდერსის თქმით, ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა დაარღვია ფიცი და ჩაიდინა დანაშაული. უკეთესი იქნება, თუ მთავრობა შეიწყალებს სნოუდენს და მას ხანგრძლივ ციხეს, ან მუდმივ გაძევებას აარიდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები