ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს დღეს ყველანაირი მზაობა აქვს იმისა, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდეს

„საქართველოს დღეს ყველანაირი მზაობა აქვს იმისა, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდეს და გაიზარდოს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, მოსახლეობასთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ექსპრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, დაინერგა სტანდარტები, რომელიც ბიზნესის სწორად განვითარებას სჭირდება.
„ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის პირობებში, როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ჩვენ დავნერგეთ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტები – ის, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, მთავრობა უნდა ლობირებდეს ყველა ტიპის ბიზნესს და ჯიბეში არ უნდა უძვრებოდეს ბიზნესმენს. ეს ყველა პირობა დღეს ჩვენთან ძალიან კარგადაა დაცული, სწორედ ასეთი პირობების ხარჯზე განვითარდა ევროპა. ადამიანთა უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაზე ზრუნვა -ეს ყველაფერი საქართველოში ძალიან კარგად მიმდინარეობს“, -განაცხადა ექსპრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ მუშაობა აღნიშნული მიმართულებით ისევ გაგრძელდება, შვიდ-რვა წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება ძალიან რეალური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები