ნუკრი ქანთარია: პაატა ბურჭულაძე არის იძულებით პროექტში ჩასმული მარიონეტი

„გვისმენენ არა. უსმენენ იმათ, ვინც მოსასმენია, ამისათვის არსებობს სახელმწიფო სამსახურები“,-ამის შესახებ „კვირას პრესკლუბში უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
“რა გავიგეთ ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან ახალი? ის რომ ბურჭულაძე არის იძულებით პროექტში ჩასმული მარიონეტი თუ ის, რომ გვარამია მთელი თავის მედიასაშუალებით მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
რა თემა წამოიწია ამით, გარდა იმისა, რომ „ისევ გვისმენენ“, ვის აწყობდა ამ აჟიოტაჟის ატეხვა, გარდა იმისა, ვინც ამ საუბარში მონაწილეობდა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მანვე განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა საფრთხის მატარებელ სუბიექტებს, პრევენციის მიზნით, უსმინონ.
“თუ არსებობს საფრთხის შემცველი ინფორმაცია, მოსმენა აუცილებლად მოხდება და ამას მოახდენს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. არავინ არ უსმენს რიგით მოქალაქეებს. როდესაც მოსმენა ხდება შესაბამისი კანონის საფუძველზე, ეს ძიებისთვის იქნება განკუთვნილი და არა აფიშირებისთვის. თუ ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა მოხდა, რაღა მოსმენა იქნება. გვარამია – ბურჭულაძის საუბარი არც ახალი და არც ვინმესთვის საინტერესო არ იყო. აქ ახალი არაფერი იყო, გარდა ერთისა, რომ გაცოცხლდა განცდა „ისევ გვისმენენ“, – განაცხადა ქანთარიამ “კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები