ბიძინა ივანიშვილი: საპენსიო ასაკის დაწევაზე ზრუნვა იმ ბიუჯეტის შესაბამისად უნდა მოვახერხოთ, რაც გვაქვს

საპენსიო ასაკის დაწევაზე ზრუნვა იმ ბიუჯეტის შესაბამისად უნდა მოვახერხოთ, რაც გვაქვს, – ამის შესახებ ყოფილმა პრმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭა-ლეჩხუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საპენსიო ასაკის დაწევაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
„როდესაც საპენსიო ასაკის დაწევაზეა საუბარი, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, თუმცა ევროპელები საპენსიო ასაკს მაღლა წევენ. მთის კანონსაც სჭირდება დახვეწა და გაღრმავება. ძალიან ბევრი რეგიონი, მაგალითად ტყიბული, ითხოვს, რომ მიანიჭონ მაღალმთიანი სოფლების სტატუსი. მთის კანონზე კითხვები ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა, მთაში ხალხი უნდა დაბრუნდეს. მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს და ეს იქნება გაცილებით იოლი, ვიდრე მთლიანად მთელ საქართველოში. რამეთუ ეს ყველაფერი კავშირშია ბუჯეტთან.
ძალიან უნდა ვიქუტიუროთ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში. ბიუჯეტში ყველაზე დიდი ადგილი საპენსიო ფონდს უჭირავს.
ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება. უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის განკარგვა. როგორც ოჯახის ბიუჯეტია, ისევეა ქვეყნის ბიუჯეტიც. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფო და მთელი პრობლემა არის იმისკენ როგორ მივუდგეთ ბიუჯეტს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები