ირაკლი ოქრუაშვილმა გორში ყველა პარტიისთვის გამოყოფილ ადგილზე საკუთარი პლაკატები განათავსა

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი გორში მამუკა ნოზაძე კონკურენტ კანდიდატს , ირაკლი ოქრუაშვილს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც ნოზაძე აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილმა სხვა პოლიტიკური სუბიექტების პლაკატებისთვის განკუთვნილი ადგილი მიისაკუთრა და ყველგან საკუთარი სტიკერები განათავსა. ნოზაძე ოქრუაშვილს „სვავს“ უწოდებს და საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნას ითხოვს.
“საკრებულომ პლაკატების გასაკრავად გამოგვიყო ადგილი გაჩერებების ჯიხურებთან. ყველა მათგანზე ოქრუაშვილის პლაკატი დაგვხვდა გაკრული, სხვა კანდიდატებს ადგილი არ დაუტოვა, ესაა სვავური დამოკიდებულება სხვა კანდიდატების მიმართ“, – განაცხადა ნოზაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
იგი ამბობს, რომ ოქრუაშვილის შტაბმა, აღნიშნული ქმედებით, საარჩევნო კოდექსის 46- მუხლი დაარღვია. ნოზაძის ბრალდებებს ოქრუაშვილის შტაბში ასე პასუხობენ:
“კანდიდატებს, ვისაც ჩვენი დატოვებული ადგილი არ ეყოთ, ალბათ, დიდი თავები აქვთ და ვერ ჩაეტივნენ. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და არ ვაპირებთ პლაკატების ჩამოხსნას“, – განაცხადა „კვირასთან“ ოქრუაშვილის გუნდის წევრმა ლერი ლაფაჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები