პრემიერი: გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით

„საქართველო იყო და არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთგული, უნარიანი და სანდო პარტნიორი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კრიმინალთან საბრძოლველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა.
„საქართველო იყო და არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთგული, უნარიანი და სანდო პარტნიორი. კრიმინალთან საბრძოლველად, ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა. გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიას შორის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღება არ წარმოადგენს არავითარ რისკს დანაშაულებრივი მოქმედებების ზრდის მხრივ.
ბოლო წლებში საქართველო ასევე წარმატებით ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს შინ. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ თანამშრომლობას ამ საკითხებზე გერმანიისა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვფხვრათ ქსელური დანაშაულებრივი საქმიანობის რისკები“,-აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები