დავით თევზაძე: საფრთხეების თავიდან ასაცილებლად პრევენციები გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო

„ინფორმაციის გავრცელება მოსალოდნელ საფრთხეებზე ახლა უკვე აღარ შეიძლება, რადგან ამის პრევენცია გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო, როცა ინფორმაცია გაჟღერდა“,-ამის შესახებ „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“ ლიდერმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბევრი საუბარი მოსალოდნელ საფრთხეებზე ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება, პრევენციები საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო, როცა ინფორმაცია გაჟღერდა. სავსებით საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ეს საფრთხეები რეალურად ყოფილიყო განეიტრალებული. მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა, თუ საფრთხე რეალურია და ამის შესახებ ინფორმაცია არსებობს, ცოტა სხვანაირად უნდა ხდებოდეს აღკვეთა. საუბარია რაღაც ძალების შემოდინებაზე უკრაინიდან, ამისთვის სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების დამატებითი მექანიზმების ამუშავებაა საჭირო“, – განაცხადა თევზაძემ.
მისივე განმარტებით, დესტაბილიზაცია ქვეყანაში ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს.
“საპრევენციოდ ძალოვნების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვეღარ იმუშავებს, თუ იქამდეა ვითარება მიშვებული, რომ ვიღაცების ნაკადია შემოსული, უკვე დაგვიანებულია საფრთხის თავიდან აცილება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება არ შეშფოთდეს“, – განაცხადა თევზაძემ.
დავით თევზაძე „ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების თემასაც შეეხო.
“ეს თუ მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა ძალიან ცუდია, რადგან ეს გამოყენებული იქნება სწორედ აჟიოტაჟის ასატეხად, ამ შემთხვევაში, უკანა პლანზე ინაცვლებს საუბრის შინაარსი და აქცენტი მოსმენებზე კეთდება, თორემ ბურჭულაძე და გვარამია რა სივრცეა, ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში თევზაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ სიის ათეული, რომელიც მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ წარადგინა, მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები