საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 16:00 საათისთვის გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა, კერძოდ, საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.
საბჭოს წევრებს საკითხს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წარუდგენენ. სხდომის მდივანი კი ირინა იმერლიშვილი იქნება, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, თუმცა, იმერლიშვილი სამოსამართლო საქმიანობას ოქტომბრის დასაწყისში, ფიცის დადების შემდეგ შეუდგება, მანამდე კი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები