დავით თევზაძე: არჩევნები გადაიქცა გარკვეულ ბიზნესად, სარფიანად იყიდება საარჩევნო სიებიც

„ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ შევცვლით, არჩევნები გადაიქცა ბიზნესად“, – ამის შესახებ პარტია „დავით თევზაძე – საქართველო მშვიდობისათვის“ ლიდერმა, დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, სარფიანად იყიდება საარჩევნო სიებიც, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ შევცვლით, ყოველ შემთხვევაში, ამის შეცვლა ვერ მოესწრება ამ არჩევნების პერიოდში, ეს უნდა გამოსწორდეს მომდევნო 4 წლის მანძილზე. არჩევნები უკვე გადაიქცა ბიზნესად, მან დაკარგა ის სახე, რომ ქვეყანაში რეალურად და ჯანსაღად, იბრძოლონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ხმებისთვის“,-აღნიშნა დავით თევზაძემ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსახლეობა არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი, რაც იმ პოლიტიკური სუბიექტების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომლებსაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გვერდის ავლით სურთ.
“შეინიშნება ტენდენცია, რომ მოსახლეობა დიდ სურვილს არ გამოთქვამს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს იმ პარტიებს, რომლებსაც ქვეყანაში ქოსის შემოტანა და ხელისუფლებაში მოსვლა არასამართლებრივი გზით სურთ და ასეთი ვინ არის, კარგად იცით, მათი ამ ეტაპზე დასახელება არა პროდუქტიული იქნება“,-განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები