ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მეთოდების მოძველებაზე მიუთითებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზვიად ძიძიგური სატელევიზიო ეთერით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მეთოდების მოძველებაზე მიუთითებს.
როგორც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ძიძიგურმა განაცხადა, ის მეთოდები, რომელსაც სააკაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში მიმართავდა, მოძველდა.
“მინდა სააკაშვილს მივმართო და მოვუწოდო, რომ მეთოდები აქვს აშკარად მოძველებული. ის რასაც სააკაშვილი იყენებდა შევარდნაძის დროს, როდესაც არ არსებობდა პოლიცია, არ არსებობდა ჯარი, უსაფრთხოების სამსახური და მაშინ ის იყო ამ მეთოდებზე გადასული და სურდა ამ მეთოდებით ჩაეგდო ხელში ხელისუფლება, ეს ერთი თემაა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, დღეს შემდგარ სახელმწიფოში, რომელსაც ყველა სტრუქტურა აქვს და შენ მცდელობა გქონდეს ისეთივე სქემებით წახვიდე, ეს არის სრული სისულელე. დაველოდოთ 8-9 ოქტომბერს და ქართველ ხალხს მივცეთ სწორი არჩევანის გაკეთების უფლება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები