ბიძინა გეგიძე ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბიძინა გეგიძე, ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილობრივებს ჟიული შარტავას სახელობის სკვერში გაესაუბრა.
ეკოლოგია, მშენებლობები და საცობები – ეს ის ძირითადი თემებია, რის შესახებაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. “ამომრჩეველს ვპირდები ყველაზე მთავარს, არასდროს დავაყენებ კერძო ინტერესს ქვეყნის ინტერესების წინ”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.