“ყველამ გაიგო, რომ „რუსთავი 2“ ემსახურება კონკრეტულ ძალას, რომელსაც ჰყავს სხვადასხვა წარმომადგენელი პარტიების და პოლიტიკოსების სახით”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მინისტრი აცხადებს, ყველამ გაიგო, რომ „რუსთავი 2“ ემსახურება კონკრეტულ ძალას, რომელსაც ჰყავს სხვადასხვა წარმომადგენელი პარტიების და პოლიტიკოსების სახით.
“ძალიან კარგად გაიგო და ყველა ოჯახში შევიდა, რომ „რუსთავი 2“ ემსახურება ერთ კონკრეტულ ძალას, რომელსაც ჰყავს სხვადასხვა წარმომადგენელი პარტიების თუ პოლიტიკოსების სახით. აქედან გამომდინარე, არაფერი სიახლე, რომ „რუსთავი -2” იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნებისათვის იბრძვის ჩემთვის არ ყოფილა დღეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ერთ პოლიტიკურ პარტია სურს, რომ ქვეყაში არეულობით გაფორმდეს საარჩევნო პროცესი.
“ეს სურვილი ჩვენ არ გვაშფოთებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველა სტრუქტურა მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ საქართელოში გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ოთხი წელია უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში არის მშვდობა და სტაბილურობა და ეს ასეც გაგრძელდება”, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის. ფაქტზე შსს-ს გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები