არაბი გოგონა ისლამური სიცილაკების დიზაინის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

15 წლის არაბი გოგონა საუდის არაბეთიდან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ახალი სიცილაკების დიზაინის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. სიცილაკები წარმოადგენს ადამიანებს, რომელთაც თავი დაბურული აქვთ მუსლიმანური თავსაბურავით, – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
რაიუფ ალხუმედის თქმით, ახალი სიცილაკების საჭიროება მაშინ იგრძნო, როცა მეგობრებთან სოციალურ ქსელში მიმოწერა ჰქონდა და ვერ პოულობდა შესატყვის გრაფიკულ სიმბოლოს, რომელიც მის  ნამდვილ ემოციას გამოხატავდა.
რაიუფ ალხუმედიმ ახალი სიცილაკების შექმნის თაობაზე თავისი წინადადება არაკომერციულ ორგანიზაციას-The Unicode Consortium-ს გაუგზავნა, რომელიც სიცილაკებს ამზადებს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გოგონას უპასუხა, რომ მზად არის, დაეხმაროს მას.
„ადამიანებს სურთ, იყვნენ ცნობილნი და აღიარებულნი, განსაკუთრებით ტექნოლოგიის საუკუნეში, სადაც ყველგან სიცილაკები ჩნდება“, – ამბობს გოგონა.
ამ ინიციატივამ უკვე ჰპოვა  ახალი ამბების ვებგვერდ Reddit-ის შემქმნელის, ალეკსის ოგანიანის მხარდაჭერა, რომელმაც პორტალზე სიცილაკების დიზაინზე მსჯელობა უკვე დაიწყო.
ახალი სიცილაკები შესაძლოა, 2017 წელს უკვე გაჩნდეს სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები