ლევან კობერიძე: განცხადებები, რომლებიც დღეს კეთდება პოლიტიკოსების მიერ, არის თავდასხმა ქვეყნის უსაფრთხოებაზე

ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ ახალმა სახემ, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
კობერიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომით საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან არ მიკვირს, მაგრამ მაკვირვებს პროგრესულად მოაზროვნე პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც „ბურჭულაძე-გვარამიას“ საუბრის ჩანაწერის გავრცელებაში უაპელაციოდ ადანაშაულებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ეს ყველაფერი იძენს მიზანმიმართულ, სისტემური თავდასხმის ხასიათს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ხდება ყოველგვარი გამოძიების და მოკვლევის გარეშე ამ სამსახურის დადანაშაულება.
„ქართული ოცნება“ ლიდერია ყველა კვლევებით. რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ მსგავსი ტიპის ქმედებები წინასაარჩევნოდ“,-განაცხადა ლევან კობერიძემ „პირველის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები